საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობა
საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობა
15 იან, 2014 00:00:00
თოვლისა და  ლიპყინულის  გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ56 მონაკვეთში (ნაქერალას უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა 14 იანვრიდან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით იყო შესაძლებელი ამ დროისათვის კი, მხოლოდ  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი რჩება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის კი მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე  მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ რომ,  ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზაზე და  რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: