თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება
თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება
28 ივნ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე  სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული   გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მოსამზადებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 15 თვეა განსაზღვრული. საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი რამდენიმე მილიონი ლარით დააფინანსებს.

თბილისის ახალი შემოვლითი გზის აშენებით, სრულად მოგვარდება თბილისის შემოვლით გზაზე ამ ეტაპზე არსებული, მეწყრული პროცესებით გამოწვეული პრობლემები.

ახალი გზა განტვირთავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და  მნიშნვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე თბილისის მოქალაქეებისათვის. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: