დარიალის ხეობაში განათების მონტაჟი მიმდინარეობს
დარიალის ხეობაში განათების მონტაჟი მიმდინარეობს
29 ივლ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით, დარიალის ხეობაში დროებითი  განათება მონტაჟდება.  სტიქიის ზონაში 60 LED განათების ბოძი განთავსდება და პერიმეტრს სრულად გაანათებს, რაც  გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და  კომფორტულს გახდის.  ასევე, ევაკუაციის შემთხვევაში,  განათებული გზა გაამარტივებს სტიქიის ზონიდან ადამიანების , მანქანების და  ტექნიკის  გამოყვანას.

ხეობაში მიმდინარე სამუშაოები  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ პირადად დაათვალიერა.

შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში საავტომობილო გზაზე გადაადგილება 23 ივნისს 18:00 საათზე მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა   თერგის კალაპოტი გადაკეტა და მდინარეს მიმართულება შეუცვალა. მოვარდნილმა წყალმა  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.

ამჟამად, დარიალის ხეობაში  გზა აღდგენილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა  განსაზღვრული რეჟიმით ხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: