ტენდერები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი 

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველოს რეგიონული განვიათარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკის ტრანსპორტის პროექტების განმახორციელებელ ორგანოს, გთხოვთ გამოხატოთ ინტერესი აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის პირველი ორი ტრანშისათვის პროექტის მენეჯერის (PM) პოზიციაზე. სესხი#2560 და #2843. პროექტი მოიცავს ქობულეთის შემოვლითი 2 ზოლიანი 34 კმ გზის მშენებლობას. პროექტის გზის მშენებლობის კომპონენტი უკვე მიმდინარეობს, გაფორმებულია ორი კონტრაქტი და სამუშაოები სავარაუდოდ, დასრულდება 2016 წელს.

1. ძირითადი მოვალეობები:

პროექტის მენეჯერი ანგარიშვალებული იქნება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამნეტის წინაშე, თავდაპირველი შერჩევა მოხდება ერთი წლით სრული სამუშაო გრაფიკით შემდგომი გაგრძელების პირობით დამაკმაყოფილებელი მუშაობის შემთხვევაში. იგი იქნება ანგარიშვალდებული პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის წინაშე და მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პროექტების სამმართველოსთან. მას დახმარებას გაუწევს პროქტის განმახორციელებელი სპეციალისტი.

პროექტის მენეჯერს მოეთხოვება განახორციელოს ვიზიტი სამშენებლო უბანზე ყოველკვირეულად, ასევე, პროექტის მენეჯერს ექნება რეგურალური შეხვედრები საქართველოს საავტომობილო გზების დეპრტამენტთან, რათა განიხილოს პროექტის განხორციელების საკითხები და გადაწყვეტილებები. რაც მოიცავს მშენებელი კონტრაქტორისათვის და კონსულტანტებისათვის იყოს დამქირავებლის წარმომადგენელი, დაემორჩილოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდა განაწესს და პროექტის ადმინისტიტრების სახელმძღვანელოს (PAM), რომელიც შეთანხმებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და აზიის განვითარების ბანკს შორის. პროექტის მენეჯერს მოეთხოვება:

  • განიხილოს არსებული პროექტის განხორციელების გეგმა კონტრაქტორსა და ინჟინერთან ერთად და მისცეს რეკომენდაციები საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და აზიის განვითარების ბანკს, რათა გააუმჯობესოს პროექტის მიმდინარეობა.
  • მოაწესრიგოს და მართოს შესაბამისი ხელშეკრულებების მართვის მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს შიდა ანგარიშგების ინსტრუმენტს და დოკუმენტების მართვის სისტემას. მნიშვნელოვანია ხარისხის მართვის ძლიერი მექანიზმის შექმნა, რომელიც აიძულებს კონტრაქტორსა და ინჟინერს მათი სახელშეკრულებო მოთხოვნების შესაბამისად  წარმოადგინოს საერთო ხარისხის კონტროლის ანგარიში. აწარმოონ შესაბამისობის უზრუნველყოფის დოკუმენტი/ცხრილი მოთხოვნილ ანგარიშგებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მოთხოვნებთან.
  • გაუწიოს ადმინისტრირება პროექტის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს (i) უზრუნველყოს ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული ანგარიშების ხარსხი, მათი დროული მოწოდება და წარდგენა, (ii) უზრუნველყოს დროული გადახდა ხელშეკრუბების ფარგლებში (iii) ხელი შეუწყოს დავებისა და საჩივრების განხილვას.
  • განახორციელოს პროექტის ყოველდღიური მონიტორინგი. რაც მოიცავს კონტრაქტორთან და კონსულტანტთან ყოველდღიურ კავშირს, რეგულარულ საველე გასვლებს, წარმოდგენილი კვლევებისა და და სამუშაოების ხარისხის გადამოწმებას, საინჟინრო და ტექნიკური საკითხების განხილვასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას. მონაწილეობა მიიღოს აზიის განვითარების ბანკთან გამართულ შეხვედრებში და მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
  • ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ, კონტრაქტორის მიდგომათა მონიტორინგი შეუსაბამობათა გამოსწორების მიზნით.
  • საჭიროების შემთხვევაში მჭიდრო კავშირი იქონიოს მშენებლისა და ინჟინრის გუნდთან ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და აზიის განვითარების ბანკთან.
  • უზრუნველყოს განხორციელელბის გრაფიკისა და შესრულების ინდკატორების მდგრადი პროგრესირება
  • დაეხმაროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გადაწყვიტოს დავები, კონტრაქტორის საჩივრები, მისცეს რეკომენდაციები საავტომობილო გზების დეპარტამენტს მათ გადასაწყვეტად.
  • უზრუნველყოს გამჭვირვალობისა და მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვა  პროექტის განხორციელების დროს
  • უზრუნვეყოს  კონტრაქტორისათვის, კონსულტანტისათვის და აზიის განვითარების ბანკთან გადაგზავნი წერილების მომზადება.
  • განიხილოს კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები, მოამზადოს შენიშვნები გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით და წარუდგინოს ბანკს.
  • ადგილობრივ დონეზე საჩივრების განხილვის მექანიზმის განვითარება/მართვა/მონიტორინგი ქობულეთის შემოვლითი გზისათვის

კვალიფიკაცია და გამოცდილება: 

პროექტის მენეჯერს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება გზების მშენებლობის (რეაბილიტაციის) და პროექტირების სამუშაოებში ანალოგიორ პოზიციაზე მას უნდა ჰქონდეს გამოცდილება დონორების მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტების განხორციელებაში.

წარმატებულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • საუნივერსიტეტო საინჟინრო ხარისხი აკრედიტებული საგანმანათლებლო ინსტიტუტის სერტიფიკატი
  • მშენებლობის ხარისხის კონტროლის პროცედურების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
  • სავალდებულოა ინგლისრი და ქართული ენის კარგად ცოდნა.
  • სტანდარტული კომპიუტერული პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა როგორიცაა Word, Excel, electronic mail.
  • აზიის განვითარების ბანკის პროცედურებისა და პრაქტიკის ცოდნა

შერჩევის კრიტერიუმები:

შერჩევა განხორციელდება კონსუტანტების შერჩევის სახელმძღვანელოს, იდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის პროცედურების შესაბამისად.

(სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია http://www.adb.org/documents/guidelines-use-consultants-asian-development-bank-and-its-borrowers), შერჩევის კრიტერიუმებია:

1. 20% ზოგადი გამოცდილება.

2. 70% სამუშაოსთან დაკავშირებული გამოცდილება.

3. 10% პროექტთან დაკავშირებული გამოცდილება

წინადადების წარდგენის ვადები: 

გთხოვთ თქვენი წინადადებები წარმოადგინოთ ელექტრონულად ან მოგვაწოდოთ ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 17:00 სთ. 21 აგვისტო 2014 წელი.

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვიათარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ. ყაზბეგის 12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ: +995-322-37-05-08 შიდა. 3-11

ფაქსი: +995-322-31-30-34

ელ–ფოსტა: info@georoad.ge

ვებ–გვერდი: www.georoad.ge
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: