ტენდერები

შეტყობინება ტენდერის გამოცხადების შესახებ (სტანდარტული ფორმა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში)

საერთშორისო ტენდერი

საქართველო–აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი – A/B

საქართველო

საქართველომ (შემდგომში მსესხებელი) ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიიღო სესხი (შემდგომში ,,ბანკი“) საქართველო აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ა/ბ პროექტის განსახორციელებლად. მოწვევა საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უკავშირდება კონტრაქტს E60 ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთი გზის მონაკვეთის მშენებლობისათვის კმ 42+000 – კმ 51+570 (ლოტი IV)

კონტრაქტი მოიცავს სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას, რომლის მთლიანი სიგრძე შეადგენს 9.57 კმ–ს. ავტომაგისტრალის პროექტი მომზადდა და გზა აშენდება საქართველოსა და TEM სტანდარტების შესაბამისად.    

კონტრაქტი განხორციელდება 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე.

იხილეთ ვრცლად >>>>>

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: