ტენდერები

სესხი #. და სახელწოდება: 2843-GEO: საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - ტრანში 3 (დამატებითი დაფინანსება)

 

კონტრაქტი #. და სახელწოდება: RCIP/CW/NCB-01: ქობულეთის შემოვლითი გზის განათება

 

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 11 სექტემბერი, 2017, 15:00 სთ (ადგილობრივი დროით)

 

  1. საქართველომ აზიის განვითარების ბანკისაგან მიიღო დაფინანსება საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - ტრანში 3 (დამატებითი დაფინანსება). აღნიშნული დაფინანსების ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთქმული კონტრაქტის განსახორციელებლად. ტენდერში მონაწილეობის მიიღებენ პრეტენდენტები აზიის განვითარების ბანკის  წევრი ქვეყნებიდან.

        2.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (,,დამკვეთი“) გიწვევთ, წარმოადგინოთ დალუქული სატენდერო წინადადება ქობულეთის შემოვლითი გზის განათებისათვის.

აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტი ითვალისწინებს განათების სიტემების მოწყობას ქობულეთის შემოვლითი გზისთვის კმ 0+000 – 12+400.  მშენებლობის პერიოდი შეადგენს 8 თვეს.

       3. ადგილობრივი ტენდერი ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთ კონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად და მასში მონაწილების მიღება შეუძლია ყველა პრეტენდენტს, აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან.

       4.ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ პრეტენდენტები აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვყნებიდან, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

მიმდინარე დავები - მიმდინარე დავები ჩაითვლება გადაწყვეტილად, რაც მთლიანად არ უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის წმინდა კაპიტალის 50%-ს.

ფინანსური მდგომარეობა: მონაწილის წმინდა კაპიტალი უნდა იყოს დადებითი. მისი ყოველწლიური საშუალო სამშენებლო ბრუნვა ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8.7 მილიონ ლარს. მონაწილემ უნდა აჩვენოს, რომ მას გააჩნია ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები - არანაკლებ 1.1 მილიონი ლარისა 

გამოცდილება:

  • ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში, მონაწილეობა სამშენებლო კონტრაქტებში, როგორც კონტრაქტორი, ქვე-კონტრაქტორი ან მმართველი კონტრაქტორი
  • ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში, მონაწილეობა როგორც კონტრაქტორი, ქვე-კონტრაქტორი ან მმართველი კონტრაქტორი მინიმუმ ერთ (1) კონტრაქტში, რომელიც მოცემულ შემოთავაზებულ სამუშაოთა მსგავსია. აღნიშნული მსგავსი კონტრაქტის ღირებულება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2.3 მილიონ ლარს და იგი უნდა იყოს წარმატებით ან არსებითად განხორციელებული.

 

მშენებლობის გამოცდილება შემდეგ ძირითად ღონისძიებებში:

        . ერთი წლის განმავლობაში გზის განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები მინიმუმ 3 კმ გზისათვის.

       5. დამატებითი ინფორმაციისა და სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად, გთხოვთ მოგვმართოთ::

 

ბატონი ზაზა სიმონია

მისამართი: ალ. ყაზბეგის 12,. 0160 თბილსი, საქართველო

ტელ: (+995 32) 37 05 08 შიდა:311

ფაქსი: (+995 32) 37 66 03

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

 

       6. სატენდერო დოკუმენტაციის შესაძენად ინგლისურ ენაზე, მონაწილეებმა უნდა განახორციელონ შემდეგი:

 

  • წარმოადგინონ წერილობითი მოთხოვნა ქობულეთის შემოვლითი გზის განათების  სატენდერო დოკუმენტაცის მისაღებად  
  • გადაიხადონ მოსაკრებელი 200 ლარის ოდენობით ან მისი ექვივალენტი აშშ დოლარში, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას, შემდეგ ანგარიშზე:: 

 

ლარში ანგარიშსწორებისთვის:

Name of the recipient: Treasury Account

Treasury account No. 200 122 900

Recipient Bank: State Treasury

Bank Code: TRESGE22

Old Code of the Bank (220 101 222)

Budget Income Treasure Code: 302 007 800

International Currency: No 001 189 362

 

დოლარში ანგარიშსწორებისთვის:

Intermediary: 

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA           

SWIFT CODE: FRNYUS33

Receiving agent:

ACC.NO: 0D 

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

Beneficiary’s bank:  NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI

SWIFT CODE: BNLNGE22

Beneficiary: Roads Department of the Ministry of Regional Development of Georgia

IBAN: GE65NB0331100001150207

Payment Designation: Tender fee for the Roads Department for the Lighting of Kobuleti Bypass Road

 

       7. გთხოვთ თქვენი სატენდერო წინადადება წარმოადგინოთ:

  • ზემოთ მოცემულ მისამართზე.
  • არაუგვიანეს 2017 წლის 11 სექტემბრისა, 15:00 სთ (ადგილობრივი დროით)  
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიასთან ერთად. 

 

სატენდერო წინადადებები საჯაროდ გაიხსნება სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ, მონაწილეთა წარმომადგენლების თანდასწრებით.

 

აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ინგლისურენოვანი სატენდერო მოწვევის არა-ოფიციალურ თარგმანს. შესაბამისად, უზუსტობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სატენდერო მოწვევის ინგლისურ ვერსიას. 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: