საქართველო
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი (EWHIP-4)
კრედიტი/სესხი IDA 5245-GE, IBRD 8263-GE
პროექტის No.: P130413
დავალების სახელწოდება: “საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის მიმოხილვის განახლება“
კონტრაქტი/ RFP No: EWHIP-4/CS/CQS-09
საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისთვის (EWHIP-4). აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (შემდეგში „კონსულტანტები“) ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: “საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის მიმოხილვის განახლება“
დავალების მიზანია:
I. შეფასდეს ადგილობრივი კონტრაქტორების განვითარებისთვის 2013 წლის კვლევის რეკომენდაციების განხორციელების შედეგად მიღებული ზეგავლენა და პროგრესი. აღნიშნული ასევე მოიცავს ადგილობრივი კონტრაქტორების შეფასებას ბაზარზე;
II. გაზარდოს ადგილობრივი კონტრაქტორების ჩართულობა საქართველოს გზების მშენებლობის, რეაბილიტაციის და მოვლა-შენახვის სამუშაოებში ძირითადი შემაფერხებელი გარემოებების იდენტიფიცირებით და საქართველოს მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავებით, რაც მიმართული იქნება ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მეტად მოსახერხებელი გარემოს შესაქმნელად;
III. გაზარდოს ადგილობრივი კონტრაქტორების კომერციული ცნობიერება სპეციფიურ ფინანსურ და ბიზნეს მენეჯმენტის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას ახალ საპილოტე კონტრაქტებში.
დამატებითი ინფორმაცია დავალების შესახებ იხილეთ ტექნიკურ დავალებაში შემდეგ ბმულზე:
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს:
• კომპანიის კორპორატიული პროფაილი;
კომპანიის გამოცდილება განხორციელებული პროექტის შესახებ დავალების მიმართებაში (წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1490604057);
• კომპანიის პერსონალის შესახებ ზოგადი ინფორმაცია.
მოკლე სიაში შეყვანის კრიტერიუმებია:
· კომპანიის კორპორატიული პროფაილი;
კომპანიის გამოცდილება განხორციელებული პროექტის შესახებ დავალების მიმართებაში (წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1490604057);