მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად
საქართველო
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი
სესხის # 3715-GEO
პროექტის # 49257-001
დავალების სახელწოდება: განსახლების გარე მონიტორინგის კონსულტანტი
საიდენტიფიკაციო # KUPR/CS/ICS-01
საქართველომ აზიის განვითარების ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: განსახლების გარე მონიტორინგის კონსულტანტი.
დავალების მიზანია:
- განსახლების პროცესის წინასწარ დამტკიცებული განსახლების გეგმის (სამოქმედო გეგმებისა და გეგმის დანართების ჩათვლით) შესაბამისად განხორციელების კონტროლი;
- ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მათი საცხოვრებელი პირობებისა და სტანდარტების აღდგენის უზრუნველყოფა;
- პროექტის მოწყვლად ჯგუფებზე ზეგავლენის განხილვა და მისი სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება;
- საჯარო კონსულტაციების და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ეფექტურობის შეფასება და საჩივრებზე რეაგირების პროცესის მართვა.
დავალების მიზნების მისაღწევად განსახლების გარე მონიტორინგის კონსულტანტი განახორციელებს შემდეგს:
- ყველა საკომპენსაციო შემთხვევის განხილვა და ყველა ზეგავლენის ქვეშ მყოფი პირის განსახლების გეგმასა და ამ პირებთან გაფორმებულ კონტრაქტებში ასახული თანხების შესაბამისად კომპენსირების კონტროლი;
- გაცემული კომპენსაციების ადეკვატურობისა და ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების საცხოვრებელი პირობების, შემოსავლებისა და ცხოვრების დონის განხილვა;
- ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების (განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების) კონსულტირების ადეკვატურობისა და ეფექტურობის შეფასება საჩივრების განხილვის პროცედურისა და ამ პირების უფლებების დაცვის ადეკვატურობისა და ეფექტურობის ჩათვლით.
- განსახლების გეგმის საჯარო განხილვის და ამ პროცესის განსახლების გეგმის შესაბამისად წარმართვის, ისევე როგორც, ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების საინფორმაციო კამპანიით კმაყოფილების დონის შეფასება;
- ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების კმაყოფილების დონის შეფასება ველზე 30%-იანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც ასევე მოიცავს განსახლების მიზნების მიღწევის შეფასებასაც;
- 30%-იანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ზეგავლენის ქვეშ არსებული პირების მიერ დარეგისტრირებული საჩივრებისა და მათზე რეაგირების პროცესის კვლევა განსახლების გეგმის დებულებების შესაბამისად;
- ლეგალიზაციის პროცესის განხილვა და მისი ეფექტურობის შეფასება;
- მკვეთრი ზეგავლენის ქვეშ მყოფი და მოწყვლადი პირების რეაბილიტაციის პროგრამის შეფასება;
- მიღებული გამოცდილების, რეკომენდაციებისა და გაუმჯობესების ღონისძიებების აღწერა და საბოლოო ჯამში, განსახლების გეგმის განხორციელების პროცესის შეფასება.
დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 3 თვე.
დაინტერესებულმა კონსულტანტები კონკურსში მონაწილეობის მიზნით უნდა გადავიდნენ შემდეგ ლინქზე: https://selfservice.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=148321
კონსულტანტის შერჩევა მოხდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდით აზიის განვითარების ბანკის „შესყიდვების რეგულაციების“ მიხედვით.
კონსულტანტისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია:
- მოწინავე ხარისხი სოციოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერებების, იურიდიულ, გეოგრაფიულ, ურბანული დაგეგმარების, საინჟინრო, მიწის მართვის ან მსგავს სპეციალობაში.
- არანაკლებ 3 (უმჯობესია 5 წელი) წლის გამოცდილება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახლების გეგმების განხორციელებაში, რაც მოიცავს გზების რეაბილიტაციის ან რეკონსტრუქციის პროექტებს (კატეგორია ა - არანებაყოფლობითი განსახლება დადგენილი აზიის განვითარების ბანკის/მსოფლიო ბანკის მიერ);
- გამოცდილება განსახლების პროცესის გარე მონიტორინგში განვითარების პროექტებისთვის;
- აზიის განვითარების ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის დებულების 2009 წ (Safeguard Policy Statement 2009) და მსოფლიო ბანკის არანებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის (Involuntary Resettlement Policy (OP 4.12)) ცოდნა;
- საქართელოს მიწის ადმინისტრაციული/მართვის კანონმდებლობის, რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების (ზეპირი და წერილობითი) კარგი ცოდნა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
- საზოგადოებასთან პირდაპირი მუშაობის გამოცდილება და მონაწილეობრივი მეთოდებისა და საკონსულტაციო პრაქტიკების ცოდნა;
- კომპიუტერის ცოდნა: სტანდრტული აპლიკაციების ცოდნა Word, Excel და ელექტრონული ფოსტის გამოყენების ცოდნის ჩათვლით.