ქუთისი-თბილისის მიმართულებით მოძრაობა გორის გვირაბების შემოსავლელ გზაზე გადაერთო
ქუთისი-თბილისის მიმართულებით მოძრაობა გორის გვირაბების შემოსავლელ გზაზე გადაერთო
21 მაი, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე მდ. ლიახვზე არსებულ ხიდზე (მარცხენა მიმართულება) დაზიანდა სადეფორმციო ნაკერის ლითონის კონსტრუქცია.

აღდგენითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 21 მაისის 15:30 საათიდან, ხიდის მარცხენა (ქუთაისი-თბილისის) მიმართულებაზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბების შემოსავლელ გზაზე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: