გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდ.ნორიოსხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდ.ნორიოსხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
22 აგვ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სოფელ ნორიოში, მდინარე ნორიოსხევის ნაპირსამაგრი სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში (მზიურის დასახლება) მდ.ნორიოსხევის ნაპირსამაგრი სამუშაოოები აქტიურად მიმდინარეობს. მდ.ნორიოსხევზე, ბოლო წლების განმავლობაში წყალმოვარდნებისას იტბორებოდა ნაპირი, რაც აზიანებდა მდინარის ნაპირზე განთავსებულ სააგარაკე, საკრამიდამო ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. 

ნაპირსამაგრის პროექტით გათვალისწინებულია 132 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ბეტონის კედლის მოწყობა მდინარის ორივე ნაპირზე. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად მოგვარდება პრობლემა და მიმდებარე ტერიტორია დაცული იქნება წყალმოვარდნებისგან.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 222 304 ლარს შეადგენს. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: