პრემიერ-მინისტრს დარიალის ხეობაში ელოდებიან

30 აგვ, 2014 00:00:00
დღეს, გამთენიისას, დარიალის ხეობაში კვლავ ამუშავდა სასიგნალო სისტემა, რის შემდეგაც განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. მოხდა მცირე ჩამოშლები და თერგის ადიდებამ კვლავ დააზიანა გარკვეული მონაკვეთები. დარიალის ხეობაში უკვე მობილიზებულია ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ტერიტორიაზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
შედარებით რთული ვითარება იყო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩრდილოეთით, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, სადაც ადიდებულია მდინარე და გზის მონაკვეთზე გადმოვიდა ქვა-ღორღი. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა დროულიად მოხდეს თერგის კალაპოტში დაბრუნება.
დარიალის ხეობაში 10 დღის წინ სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მოხდა და დღეს გზის გახსნა მუდმივ რეჟიმში იგეგმებოდა.
თუმცა, მომხდარი სტიქიის გამო,  ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით რეჟიმში 12 საათიდან ამოქმედდება. ადგილზე მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, გადაადგილება დღე-ღამის გარკვეულ მონაკვეთებში კვლავ შეზღუდული დარჩება.
დარიალის ხეობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უახლოეს წუთებში ჩავა და ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ ადგილზე მიიღებს.
შეგახსენებთ, 10 დღის წინ დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლისას პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნა საგანგებო შტაბი. ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: