სატენდერო მოწვევა
საქართველო
შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი (SLRP III) (P148048)
სატენდერო მოწვევა # SLRP III/CW/NCB-02
სასადილო-ორხევი-ხევსურთსოფელის საავტომობილო გზის კმ18,5 -კმ21 (სიონის გადასახვევი, ორხევი-დორეულები) მონაკვეთის და ორხევი-სიონის საავტომობილო გზის კმ1-კმ2 მონაკვეთის რეაბილიტაცია (5.5კმ)
1. საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტისთვის (SLRP III) აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება “სასადილო-ორხევი-ხევსურთსოფელის საავტომობილო გზის კმ18,5-კმ21 (სიონის გადასახვევი, ორხევი-დორეულები) მონაკვეთის და ორხევი-სიონის საავტომობილო გზის კმ1-კმ2 მონაკვეთის რეაბილიტაციის (5.5კმ) ასანაზღაურებლად.
2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა წინასწარი და მიწის სამუშოების განსახორციელებლად და საფარის სარეაბილიტაციოდ დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 15 თვე.
3. სამუშოების შესყიდვა ჩატარდება ეროვნული ტენდერის (NCB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი)” და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის.
4. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსს ბ-ნ ვახტანგ რაზმაძესს ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10 საათიდან 17 საათამდე.
5. პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიაროს საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:
ა. უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 2,700,000 (ორი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით;
ბ. ძირითადი კონტრაქტორის სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში ერთ-ერთ ობიექტზე ანალოგიური ხასიათისა და სირთულის სამუშოებს (სამუშოთა მინიმუმ 80% დასრულებული უნდა იყოს) ღირებულებით არა ნაკლებ 1,790,000 (ერთი მილიონ შვიდას ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;
გ. არანაკლებ 40 000 მ2 საფარის სარეაბილიტაციო სამუშოების შესრულება უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში;
დ. ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ე. პრეტენდენტის მხრიდან წარმოდგენილ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების, გარდა ავანსისა, ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 300,000 (სამასი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით.
6. დაინტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტების მთლიანი პაკეტის ინგლისურ ენაზე შეძენა შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის ან მისი ექვივალენტის აშშ. დოლარში გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:
ეროვნულ ვალუტაში გადახდისთვის:
მიმღები: ხაზინის ანგარიში
ხაზინის ანგარიშის 200 122 900
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ბანკის ძველი კოდი (220 101 222)
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800
სავალუტე ანგარიშის # 001 189 362
აშშ. დოლარში გადახდისთვის:
FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA
SWIFT CODE: FRNYUS33
მიმღები აგენტი:
ACC.NO: 0D
BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)
SWIFT CODE: BISBCHBB
ბენეფიციარი ბანკი: საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი
SWIFT CODE: BNLNGE22
ბენეფიციარი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი)
IBAN: GE65NB0331100001150207
გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (მითითებული იქნას ს/გზის მონაკვეთის დასახელება).
მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტებს საკუთარი ხარჯებით კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ დოკუმენტაცია.
7. სატენდერო წინადადებები მოწოდებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის 1 სექტემბრის 17:00 საათისა ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტრონული ფორმატით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება. წინადადებები გაიხსნება პრეტენტენტების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრონ ტენდერს 2014 წლის 1 სექტემბრის 17:00 სთ-ზე ადგილობრივი დროით.
8. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში (ანუ 90 დღე+28 დღე=118 დღე). ერთობლივი საწარმოს მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს ინსტრუქციის 19.8 პუნქტს, რადგან ხსენებულ პუნქტთან შეუსაბამობა შესაძლოა სატენდერო წინადადების უარყოფის საფუძველი გახდეს.
9. დამკვეთის მისამართი, სადაც წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებები:
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო
შესყიდვების სამმართველო, ჳვ სართული, ოთახი 402
ბ-ნი ვახტანგ რაზმაძე, საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი
ტელ: + (995 32) 37-05-08 დამ.255
ფაქსი: + (995 32) 31-30-34
ე-ფოსტა: info@georoad.ge
ვებ-გვერდი: www.georoad.ge